ჩამოტვირთეთ ცხრილები

შესაძლებელია FRAX ® ცხრილების ინდივიდუალურად ჩამოტვირთვა, ამობეჭდვა და ფოტოკოპირება მცირე რაოდენობით, მხოლოდ არაკომერციული სამედიცინო/კლინიკური/ საგანმანათლებლო მიზნებით.
შეფილდის უნივერსიტეტის ძვლის მეტაბოლურ დაავადებათა ცენტრთან წინასწარი შეთანხმების გარეშე FRAX ცხრილების გამოყენება კომერციული მიზნით აკძალულია და მიიჩნევა საავტორო უფლებების დარღვევად. გაუგზავნეთ Laurence Triouleyre-ს (LTriouleyre@iofbonehealth.org)

ელექტრონული ფოსტით ინფორმაცია რა მიზნით აპირებთ მათ გამოყენებას და ასევე თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. FRAX ® ცხრილები გვიჩვენებს გამოსაკვლევი პირის მოტეხილობის ალბათობას რისკ-ფაქტორების რიცხვის მიხედვით. ხელმისაწვდომია შემდეგი ცხრილები:

  • 50 წელზე უფროსი მამაკაცები და ქალები
  • ბარძაყის ან ძირითადი ოსტეოპოროზული მოტეხილობების (ხერხემლის კლინიკური, ბარძაყის, წინამხრის და მხრის მოტეხილობა) 10 წლიანი ალბათობა

შეგიძლიათ შეარჩიოთ ცხრილები, რომლებშიც მოცემულია მოტეხილობის ალბათობა სხეულის მასის ინდექსის ან ბარძაყის ყელის ძმს T - კრიტერიუმის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ცნობილია ორივე მაჩვენებელი - სმი და ძმს, რისკის შესაფასებლად უმჯობესია ძმს-ის გამოყენება. როდესაც გამოიყენება ცხრილები ძმს-ით, მეორადი ოსტეოპოროზის გამომწვევი მიზეზებიდან მხედველობაში მიიღება მხოლოდ რევმატოიდული ართრიტი. იმ ცხრილების გამოყენებისას, რომლებიც გვიჩვენებს მოტეხილობის ალბათობას სმი-ს მიხედვით, მხედველობაში მიიღება მეორადი ოსტეოპოროზის გამომწვევი ნებისმიერი მიზეზი.

ქვემოთ მოცემულ მაგალითში ნაჩვენებია ძირითადი ოსტეოპოროზული მოტეხილობის 10 წლიანი ალბათობა დიდი ბრიტანეთის 65 წლის ქალებისთვის კლინიკური რისკ-ფაქტორების (კრფ) რიცხვის და ძმს-ის T- კრიტერიუმის მიხედვით.

Table ოსტეოპოროზული მოტეხილობების 10 წლიანი ალბათობა (%) ბარძაყის ყელის ძმს-ის T - კრიტერიუმის მიხედვით 65 წლის ასაკის ქალებში დიდი ბრიტანეთიდან.

კლინიკური რისკ-ფაქტორების რიცხვი ძმს T - კრიტერიუმი (ბარძაყის ყელი)
-4.0 -3.0 -2.0 -1.0 0 1.0
0 27 15 9.7 7.1 5.9 5.0
1 37 (33-41) 22 (18-26) 14 (10-18) 10 (7.1-14) 8.5 (5.7-12) 7.3 (4.8-10)
2 49 (42-58) 30 (23-40) 20 (13-29) 15 (8.6-23) 12 (6.8-19) 10 (5.6-17)
3 62 (53-72) 41 (30-55) 27 (17-42) 20 (11-34) 17 (8.7-29) 15 (7.2-26)
4 73 (63-81) 52 (42-65) 36 (26-51) 27 (18-41) 23 (14-36) 20 (11-32)
5 83 (79-87) 64 (58-72) 47 (40-57) 36 (28-47) 31 (22-41) 27 (19-36)
6 89 75 58 46 40 35

ამგვარად, 65 წლის ქალისათვის კლინიკური რისკ-ფაქტორების გარეშე, რომელსაც აქვს T - კრიტერიუმი -2SD მოტეხილობის ალბათობა არის 9.7%. 2 კლინიკური რისკ-ფაქტორის შემთხვევაში ალბათობა იზრდება 20%-მდე. გაითვალისწინეთ, რომ ცვალებადობის დიაპაზონი მოცემულია (13-29% ამ მაგალითში). ეს არ არის სარწმუნოების ინტერვალი. ცვალებადობის დიაპაზონი ჩნდება, იმის გამო, რომ სხვადასხვა რისკ-ფაქტორს სხვადასხვა ხვედრითი წონა აქვს. მაგალითად, თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება შედარებით სუსტი რისკ-ფაქტორებია, წინამორბედი მოტეხილობა და ბარძაყის მოტეხილობის ოჯახური ანამნეზი კი - მძლავრი რისკ-ფაქტორები. ამდენად, სუსტი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებისათვის მოტეხილობის ალბათობა უახლოვდება ცვალებადობის ინტერვალის ქვედა ზღვარს (ე.ი. 13%).

თუ ძმს ცნობილი არ არის, შესაძლებელია სმი-ს გამოყენება. მაგალითად, ქვემოთ მოცემულია ძირითადი ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკი 65 წლის ქალებში დიდი ბრიტანეთიდან კლინიკური რისკ-ფაქტორების რიცხვის მიხედვით.

Table ოსტეოპოროზული მოტეხილობების 10 წლიანი რისკი (%) სხეულის მასის ინდექსის (სმი) მიხედვით დიდ ბრიტანეთის 65 წლის ქალებში.

კლინიკური რისკ-ფაქტორების რიცხვი სმი (კგ/მ2 2)
15 20 25 30 35 40 45
0 11 9.3 8.6 7.4 6.5 5.6 4.9
1 16 (12-21) 14 (10-18) 13 (9.2-16) 11 (7.9-14) 9.8 (6.9-12) 8.5 (5.9-11) 7.4 (5.1-9.5)
2 24 (16-34) 21 (13-31) 19 (11-29) 17 (9.8-26) 14 (8.4-23) 13 (7.3-20) 11 (6.3-18)
3 35 (24-49) 30 (19-45) 27 (16-43) 24 (14-38) 21 (12-34) 18 (10-30) 16 (8.7-27)
4 48 (35-62) 42 (30-57) 38 (26-54) 34 (22-49) 30 (19-44) 26 (16-39) 23 (14-35)
5 62 (51-71) 56 (45-66) 51 (41-62) 46 (36-56) 41 (32-51) 36 (28-46) 32 (24-41)
6 75 70 65 59 54 48 43


ჩამოსატვირთი ცხრილები

არგენტინა სომხეთი ავსტრია ავსტრალია Bangladesh ბელგია ბრაზილია Brunei Brunei Chinese Bulgaria კანადა ჩილე ჩინეთი კოლუმბია Costa Rica ხორვატია ჩეხეთის რესპუბლიკა დანია ეკვადორი Egypt ესტონეთი ფინეთი საფრანგეთი გერმანია საბერძნეთი ჰონგ კონგი უნგრეთი ისლანდია ინდოეთი ინდონეაზია ირლანდია იზრაელი იტალია იაპონია იორდანია Kazakhstan კუვეიტი Kyrgyzstan ლიბანი ლიტვა Malaysia - Chinese Malaysia - Bumiputera Malaysia - Indian მალტა მექსიკა Mongolia მაროკო Myanmar ნიდერლანდები ახალი ზელანდია ნორვეგია Pakistan პალესტინა Peru ფილიპინები პოლონეთი პორტუგალია რუმინეთი რუსეთი სინგაპური (ჩინელები) სინგაპური (მალაიზიელები) სინგაპური (ინდოელები) სლოვაკეთი South Africa (African) South Africa (Coloured) South Africa (Indian) South Africa (White) სამხრეთ კორეა ესპანეთი შრი ლანკა შვედეთი შვეიცარია ტაივანი ტაილანდი ტუნისი თურქეთი დიდი ბრიტანეთი აშშ (კავკასოიდური) აშშ (აფროამერიკელები) აშშ (ესპანელები) აშშ (აზიელები) Uzbekistan ვენესუელა Zimbabwe