კალკულაციის პროგრამა
გთხოვთ უპასუხოთ ქვემოთმოცემულ კითხვებს ძმს-ს საშუალებით მოტეხილობის 10 წლიანი ალბათობის გამოსათვლელად.
ბეჭდვის პროგრამა და ინფორმაცია
For USA use only
Consider FDA-approved medical therapies in postmenopausal women and men aged 50 years and older, based on the following:
- A hip or vertebral (clinical or morphometric) fracture
- T-score ≤ -2.5 at the femoral neck or spine after appropriate evaluation to exclude secondary causes
- Low bone mass (T-score between -1.0 and -2.5 at the femoral neck or spine) and a 10-year probability of a hip fracture ≥ 3% or a 10-year probability of a major osteoporosis-related fracture ≥ 20% based on the US-adapted WHO algorithm
- Clinicians judgment and/or patient preferences may indicate treatment for people with 10-year fracture probabilities above or below these levels
რისკ-ფაქტორები
კლინიკური რისკ-ფაქტორების შესახებ შეკითხვას უნდა უპასუხოთ "დიახ" ან "არა". თუ გრაფა რჩება ცარიელი იგულისხმება პასუხი "არა". იხილეთ აგრეთვე შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ .
. FRAX ალგორითმში შეტანილია შემდეგი რისკ-ფაქტორები:
შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ
წინამორბედი მოტეხილობა
განსაკუთრებული შემთხვევაა ანამნეზში ვერტებრული მოტეხილობა.რადიოგრაფიული კვლევის შედეგად აღმოჩენილი მოტეხილობა (მორფომეტრიული ვერტებრული მოტეხილობა) ითვლება წინამორბედ მოტეხილობად. უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედი კლინიკური ვერტებრული მოტეხილობა ან ბარძაყის მოტეხილობა განსაკუთრებულად მძლავრი რისკ-ფაქტორებია. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში გამოთვლილი მოტეხილობის ალბათობა შესაძლოა ხელოვნურად იქნას შემცირებული. მოტეხილობის რისკი არასაკმარისად ფასდება ასევე მრავლობითი მოტეხილობების დროს.
თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი, გლუკოკორტიკოიდები
ამ რისკ-ფაქტორებს აქვთ დოზაზე დამოკიდებულების ეფექტი. კერძოდ, რაც უფრო მაღალია დოზა, მით მეტია რისკი. მოცემულ მოდელში ეს მხედველობაში არ მიიღება. გამოთვლებისას გათვალისწინებულია საშუალო დოზა. დაბალი ან მაღალი დოზის შემთხვევაში აუცილებელია კლინიკური მსჯელობა.
რევმატოიდული ართრიტი (რა)
რევმატოიდული ართრიტი არის მოტეხილობის რისკ-ფაქტორი. ამავე დროს, ოსტეოართრიტს შესაძლოა მოტეხილობებზე ჰქონდეს პროტექტორული ეფექტი. სწორედ ამიტომ, არ უნდა ვენდოთ მხოლოდ პაციენტის სიტყვას, რომ მას აქვს ”ართრიტი”. აუცილებელია დიაგნოზი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით იყოს დადასტურებული.
ძვლის მინერალური სიმკვრივე (ძმს)
გამოკვლევის რეგიონი და ტექნოლოგიაა - ბარძაყის ყელის DXA. T- კრიტერიუმი ემყარება NHANES-ის რეფერენსულ მონაცემებს 20-29 წლის ქალებისათვის. იგივე აბსოლუტური მაჩვენებლები გამოიყენება მამაკაცებისთვის.