Flag

წონის გარდაქმნა

ფუნტი კგ




სიმაღლის გარდაქმნა

ინჩი სმ


იმ პირების რაოდენობა, რომელთა მოტეხილობის რისკი შეფასდა 2011 წლის პირველი ივნისის შემდეგ

კალკულაციის პროგრამა

გთხოვთ უპასუხოთ ქვემოთმოცემულ კითხვებს ძმს-ს საშუალებით მოტეხილობის 10 წლიანი ალბათობის გამოსათვლელად.

ქვეყანა: Brunei Chinese
სახელი/საიდენტიფიკაციო ნომერი:
კითხვარი:
1.
ასაკი (40-დან 90 წლამდე) ან დაბადების თარიღი
ასაკი:
დაბადების თარიღი:
წ:
თ:
რ:
2.
სქესი
3.
წონა
4.
სიმაღლე (სმ)
5.
წინამორბედი მოტეხილობა
6.
ბარძაყის მოტეხილობა მშობლებში
7.
თამბაქოს მოხმარება ამჟამად
8.
გლუკოკორტიკოიდები
9.
რევმატოიდული ართრიტი
10.
მეორადი ოსტეოპოროზი
11.
ალკოჰოლი 3 და მეტი ერთეული/დღეში
12.
ბარძაყის ყელის ძმს (გ/სმ2)

ბეჭდვის პროგრამა და ინფორმაცია

რისკ-ფაქტორები

კლინიკური რისკ-ფაქტორების შესახებ შეკითხვას უნდა უპასუხოთ "დიახ" ან "არა". თუ გრაფა რჩება ცარიელი იგულისხმება პასუხი "არა". იხილეთ აგრეთვე შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ .

. FRAX ალგორითმში შეტანილია შემდეგი რისკ-ფაქტორები:


ასაკი მოდელი გათვლილია 40-დან 90 წლამდე ასაკისათვის. თუ შეიყვანთ უფრო დაბალ ან მაღალ ასაკს, პროგრამა გამოთვლის ალბათობას შესაბამისად 40 ან 90 წლის ასაკისათვის.
სქესი მამრობითი ან მდედრობითი. შეიყვანეთ შესაბამისი ინფორმაცია.
წონა შეიყვანეთ კგ
სიმაღლე შეიყვანეთ სმ
წინამორბედი მოტეხილობა წინამორბედი მოტეხილობა ნიშნავს ადრე განვითარებულ მოტეხილობას ზრდასრულ ასაკში, რომელიც ხდება სპონტანურად, ან ისეთი ტრავმის შედეგად, რომელიც ჯანმრთელ პირში მოტეხილობას არ გამოიწვევდა. შეიყვანეთ "დიახ" ან "არა" (იხ.შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ).
მშობლებში ბარძაყის მოტეხილობა ეს კითხვა შეეხება დედის ან მამის ბარძაყის მოტეხილობას. შეიყვანეთ "დიახ" ან "არა”.
თამბაქოს მოხმარება ამჟამად შეიყვანეთ ”დიახ” ან ”არა” იმის მიხედვით მოიხმარს თუ არა ამჟამად პაციენტი თამბაქოს (იხ. აგრეთვე შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ).
გლუკოკორტიკოიდები შეიყვანეთ ”დიახ” თუ პაციენტი ამჟამად იღებს პერორალურ გლუკოკორტიკოიდებს ან იღებდა პერორალურ გლუკოკორტიკოიდებს 3 თვეზე მეტი ხნის მანძილზე დოზით 5მგ ან მეტი პრედნიზოლონი დღეში (ან სხვა გლუკოკორტიკოიდებს ექვივალენტური დოზით) (იხ. აგრეთვე შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ).
რევმატოიდული ართრიტი შეიყვანეთ ”დიახ”, როდესაც პაციენტს აქვს დადასტურებული რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი. სხვა შემთხვევაში შეიყვანეთ ”არა” (იხ. აგრეთვე შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ)
მეორადი ოსტეოპოროზი უპასუხეთ "დიახ" თუ პაციენტს აქვს დაავადება, რომელიც არის დაკავშირებული ოსტეოპოროზთან. კერძოდ, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული), არასრული ოსტეოგენეზი მოზრდილებში, არანამკურნალევი ხანგრძლივი ჰიპერთირეოიდიზმი, ჰიპოგონადიზმი ან ნაადრევი მენოპაუზა (<45 წელზე), ქრონიკული მალნუტრიცია ან მალაბსორბცია და ღვიძლის ქრონიკული დაავადება.
ალკოჰოლი 3 და მეტი ერთეული/დღეში უპასუხეთ "დიახ" თუ პაციენტი იღებს 3 ან მეტ ერთეულ ალკოჰოლს დღეში. ალკოჰოლის ერთეული მცირედ ცვალებადობს სხვადასხვა ქვეყანაში 8-დან 10 გრამამდე ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით და შეესაბამება ლუდის სტანდარტულ ჭიქას (285მლ), 1 ჭიქა სპირტს (30მლ), ღვინის საშუალო ჭიქას (120 მლ) ან 1 პორცია (60 მლ) აპერიტივის (იხ. აგრეთვე შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ).
ძვლის მინერალური სიმკვრივე (ძმს) (ძმს) გთხოვთ აირჩიოთ გამოყენებული სკანერის მწარმოებელი და შემდეგ შეიყვანეთ ბარძაყის ყელის ძმს (გ/სმ2). ალტერნატიულად, შეიყვანეთ T-კრიტერიუმი,რომელიც ემყარება NHANES III-ის რეფერენსულ მონაცემებს ქალებისათვის. იმ პაციენტებში, რომლებსაც არ ჩატარებიათ ძმს-ს ტესტი, გრაფა უნდა დარჩეს ცარიელი (იხ. აგრეთვე შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ) (მოწოდებულია ორეგონის ოსტეოპოროზის ცენტრის მიერ).

შენიშვნები რისკ-ფაქტორების შესახებ

წინამორბედი მოტეხილობა

განსაკუთრებული შემთხვევაა ანამნეზში ვერტებრული მოტეხილობა.რადიოგრაფიული კვლევის შედეგად აღმოჩენილი მოტეხილობა (მორფომეტრიული ვერტებრული მოტეხილობა) ითვლება წინამორბედ მოტეხილობად. უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედი კლინიკური ვერტებრული მოტეხილობა ან ბარძაყის მოტეხილობა განსაკუთრებულად მძლავრი რისკ-ფაქტორებია. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში გამოთვლილი მოტეხილობის ალბათობა შესაძლოა ხელოვნურად იქნას შემცირებული. მოტეხილობის რისკი არასაკმარისად ფასდება ასევე მრავლობითი მოტეხილობების დროს.

თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი, გლუკოკორტიკოიდები

ამ რისკ-ფაქტორებს აქვთ დოზაზე დამოკიდებულების ეფექტი. კერძოდ, რაც უფრო მაღალია დოზა, მით მეტია რისკი. მოცემულ მოდელში ეს მხედველობაში არ მიიღება. გამოთვლებისას გათვალისწინებულია საშუალო დოზა. დაბალი ან მაღალი დოზის შემთხვევაში აუცილებელია კლინიკური მსჯელობა.

რევმატოიდული ართრიტი (რა)

რევმატოიდული ართრიტი არის მოტეხილობის რისკ-ფაქტორი. ამავე დროს, ოსტეოართრიტს შესაძლოა მოტეხილობებზე ჰქონდეს პროტექტორული ეფექტი. სწორედ ამიტომ, არ უნდა ვენდოთ მხოლოდ პაციენტის სიტყვას, რომ მას აქვს ”ართრიტი”. აუცილებელია დიაგნოზი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით იყოს დადასტურებული.

ძვლის მინერალური სიმკვრივე (ძმს)

გამოკვლევის რეგიონი და ტექნოლოგიაა - ბარძაყის ყელის DXA. T- კრიტერიუმი ემყარება NHANES-ის რეფერენსულ მონაცემებს 20-29 წლის ქალებისათვის. იგივე აბსოლუტური მაჩვენებლები გამოიყენება მამაკაცებისთვის.